კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ოფიციალურად ინფიცირებული 16 მლნ ადამიანიდან 10 მლნ გამოჯანმრთელდა

Tom Wolf

28 ივლისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 651 803-ია. აქედან 10 237 472 გამოჯანმრთელდა, ხოლო 656 673 - გარდაიცვალა.

კორონავირუსის აქტიური 5 757 658 შემთხვევიდან 1%-ის (66 552 პაციენტი) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 5 691 106-ის კი - საშუალო ან მსუბუქი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 4 433 410; გარდაიცვალა დაახლოებით 150 ათასი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი. სწორედ ამერიკამ ჩაატარა კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ბრაზილია მოსდევს – 2 446 397 ადამიანი, დაიღუპა – 87 737, გამოჯანმრთელდა – 1 667 667;

მესამე ადგილზე ინდოეთია –1 484 136; დაიღუპა – 33 461; გამოჯანმრთელდა – 954 004;

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1145 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 927 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.

კომენტარები