არჩევნები 2020

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს

თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს. 

გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას სტრატეგია აღმაშენებელი ერქმევა. მასში ახალი საქართველო, კანონი და სამართალი და სტრატეგია აღმაშენებლის ექსპერტები გაერთიანდებიან. 

ვაშაძემ მათი გაერთიანების ლოგო და სლოგანი ახსნა: 

"თეთრი ფერი არის სისუფთავის, სიწმინდის და პატიოსნების სიმბოლო. წითელი ფერი არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყი. გამოსახული ჯვრები, ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ზოგადად, ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლო. სტრატეგია არის ის, რაც სჭირდება საქართველოს. აღმშენებლობა კი არის ის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას". – ამბობს ვაშაძე. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღეს იმ პოლიტიკოსების დროა, რომლებსაც წარმატებული პროექტები გაუკეთებიათ. 

"დიდი არჩევანის გაკეთება, ალბათ, არ დასჭირდება ჩვენს ქვეყანას ოქტომბერში. სიახლეს ელოდება საზოგადოება". – ამბობს ჩარკვიანი. 

პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო პროგრამას 30 ივლისს წარადგენს. 

ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად ისნის ოლქში წარადგინა. თაკო ჩარკვიანი კი, საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს. 

კომენტარები