თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ინფორმაცია ტაბულას ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილიs მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. 

ბაჩალიაშვილის საქმეს 115-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა, რაც მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ დროისთვის გამოძიება 2 - 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები