ვერბატიმი

ხაინდრავა: მე გიორგი ხაინდრავა ვარ, დისიდენტი წინაპრებით

ბატონო გორდონ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული გადაცემა საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, თქვენმა ინტერვიუმ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ და ძებნილ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მხიარულების ტალღა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მისმა მონათხრობმა ბებიასა და სტალინზე და მისი ოჯახის ურთიერთობაზე КГБ-სთან.

ხოლო თქვენმა მეორე ინტერვიუმ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილითან და თქვენმა არა უბრალოდ პატივისცემით სავსე არამედ პირფერულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩვენში რეაქცია, რომელსაც მხიარულებას ვერაფრით დავარქმევთ.

ვინ, ვინ და თქვენ, საპატიო ჟურნალისტმა და ინტერვიუერმა უნდა იცოდეთ, რომ სურათის სინათლისთვის თქვენივე მრავლრიცხოვანი აუდიტორიისთვის უინტერესო არ იქნება ალტერნატიული აზრის გაგება, ადამიანისგან, რომელმაც პირადი გამოცდილებით იცის მრავალნატანჯი საქართველოს პოლიტიკის ხლართები, ადამიანისგან, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობს იმ დროიდან, როცა თქვენი ინტერვიუების გმირები მუწუკებზე "ზელიონკას" ისვამდნენ.

მე გიორგი ხაინდრავა ვარ, დისიდენტი წინაპრებით, განსხვავებით საბჭოთა პროპგანდისტების ცრუდისიდენტი ნაშიერებისგან, ავტორი დოკუმენტური კადრებისა 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის სამხედროების მიერ თბილისში რუსთაველის გამზირზე დარბევის შესახებ, რეჟისორი აფხაზეთის ომზე გადაღებული ფილმისა ოცნებების სასაფლაო, საქართველოს მთავრობის წევრი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, აწ განსვენებული პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას კაბინეტში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბარი შეიძლება გამოვიდეს საინტერესო და მნიშვნელოვანი, ვიმედოვნებ, რომ პროფესიული სიამაყე არ მოგცემთ უფლებას, უგულვებელყოთ ჩემი შემოთავაზება, ვიფიქროთ ჩვენი სამშობლობის ბედზე და სამართლიან, სიტყვიერ დაპირისპირებაში ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. თქვენს სამსახურში მიგულეთ, ბატონო გორდონ.

გოგა ხაინდრავამ უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს ვიდეოგზავნილით მიმართა. ხაინდრავა გამოეხმაურა დმიტრი გორდონის ინტერვიუებს მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან. გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტს საუბარი, უკრაინისა და საქართველოს ბედის განხილვა შესთავაზა და საინტერესო დისკუსიას დაპირდა. 13 ივლისის, 2020

კომენტარები