ვერბატიმი

ვოლსკი: კონკრეტულ წინადადებებზე სალაპარაკოდ ჯერ მზად არ ვარ

კონკრეტულ წინადადებებზე ჯერ არ ვარ მზად ვილაპარაკო, თუმცა გუშინ გვქონდა განხილვა უმრავლესობაში და წევრებისგანაც საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. გავაცანით ძირითადად რას ვფიქრობდით და მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო, წინასწარ საუბრის ან წინადადებების მოწოდებისთვის მზად არ ვართ, რადგან ამან შეიძლება გარკვეული კორექტირებები განიცადოს მოლაპარაკებების პერიოდშიც.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ. უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს ახალ წინადადებას შესთავაზებს.

კომენტარები