ვერბატიმი

კობახიძე: 200 ნაცი დისკომფორტს ვერ შემიქმნის

200 ნაცის შეძახილი "მონა" მე ბუნებრივია, დისკომფორტს ვერ შემიქმნის. მათ თვითონ აქვთ დისკომფორტი, რადგან ნაცები არიან. ოპოციზიის ბაქიბუქს ძალა არ აქვს.

ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ექმნება თუ არა დისკომფორტი, როცა პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები ოცნების წევრებს მონებს უწოდებენ. ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

კომენტარები