ვერბატიმი

ვოლსკი "ოცნების" წინადადებაზე: საარჩევნო სისტემის ამ მოდელში ჭარბი ძალა არავის ექნება

ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას გარკვეული კომპრომისული ვარიანტი, სადაც 100 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით, ანუ მათი პროპორციული რაოდენობა გაიზრდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მოგების შანსი აქვთ, მაგრამ არ უნდათ ჭარბი ძალა ჰქონდეთ. 

ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეთ შემთხვევაში ჭარბი ძალა არავის ექნება. ოპოზიციას ავიწყდება მთავარი, რომ პარტიებს მიღმა არსებობს სამშობლო და ხალხი. 

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ. ქართული ოცნება ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ესაა იმ წინადადების მთავარი შინაარსი, რაც ქართულმა ოცნებამ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა.

კომენტარები