კრიმინალი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობა შეეფარდა

ShutterStock

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

პოლიციელს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გაუპატიურება - ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები