კორონავირუსი მსოფლიოში

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელდა 9 116 277 და გარდაიცვალა 619 605 ადამიანი.

აქტიური 5 363 666 შემთხვევიდან 1%-ის, 63 637 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

რაოდენობრივად, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული (4 028 569) და გარდაცვლილი (144 953) აშშ-ს ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი, სწორედ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა. 

თუ ერთ მილიონ მოსახლეზე დავთვლით, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი ინფიცირებული კატარს ჰყავს, ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი - ბელგიას და სან მარინოს.

კომენტარები