რამზან კადიროვი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა

TASS

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ცნობით, აშშ-მ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ პომპეო Twitter-ზე წერს. 

"სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა დადგეს". – წერს მაიკ პომპეო. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მას სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დაკავშირებული პროგრამული ასიგნებების 2020 წლის აქტის საფუძველზე დაეკისრა. 7031(c) მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნის უფლებამოსილებას, საჯაროდ ან ფარულად განსაზღვროს ის პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, ჩართულები არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ დანაშაულებებში და აუკრძალოს მათ აშშ-ში შესვლა. 

ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნის უფლებამოსილებას, საჯაროდ ან ფარულად განსაზღვროს ის პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მის ხელთ არსებული სარწმუნი ინოფრმაციით, ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ დანაშაულებში და აუკრძალოს მათ აშშ-ში შესვლა.

"სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს ძალიან სანდო წყაროზე დაფუძნებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალ შემთხვევაზე, მათ შორის წამებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების შემთხვევებზე. 

ასევე აღვნიშნავთ, რომ სანქციები იმოქმედებს კადიროვის ცოლზე, მედნი კადიროვაზე და მის შვილებზე, აიშატ კადიროვასა და კარინა (ხადიჟატ) კადიროვებზე. თანამოაზრე სახელმწიფოებს იმავე ზომების გატარებისკენ მოვუწოდებთ.

[...] დღევანდელი აქტის მიზანია, შევატყობინოთ კადიროვს, რომ მის მონაწილეობას ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში შედეგები მოჰყვება, როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის და რომ შეერთებული შტატები კვლავ მზადაა, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უზრუნველვყოთ ასეთ შემზარავ ქმედებებში მონაწილეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ". – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

გასულ თვის ივნისში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღით ადრე დაკავებული ეთნიკურად ინგუში, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი ქვეყანაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მედიის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დაუკვეთა. 

15 ივნისის, საღამოს, განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

18 ივნისს ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით წერილი გამოქვეყნდა სათაურით "თუ საქართველოში შეკვეთილი მკვლელობების სცენარი დადასტურდა, აშშ-მ რამზან კადიროვს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს". 

წერილში ავტორი, ტომ როგანი საქმის გარემოებებზე, კადიროვის წარსულ მუქარებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა მკვლელობებზე საუბრობდა. 

კომენტარები