არჩევნები 2020

სუბარი: სამგორის რაიონი ერთერთი დიდი უბანია, ვცხოვრობდი, ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი

მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან რვა წელი რასაც ვაშენებდით, ესაა დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ეს არის ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძველის ჩაყრა, შემდეგ 4 წელიწადში ეს ყველაფერი უნდა გამტკიცდეს. თუნდაც ბოლო ექვსმა თვემ, კოვიდთან ბრძოლამ, გვაჩვენა რა სერიოზული გამოწვევები შეიძლება დადგეს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად შეკრული გუნდი პროფესიონალებისა იდგეს ქვეყნის სათავეში [...]

30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, არის ძალიან გამოცდილი, ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდანაა მოსული და თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის გავითარებაში და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში.

სამგორის რაიონი ერთერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა, ძალიან მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის - ვარკეთილიდან დაწყებული, 31-ე ქარხანა, აფრიკის დასახლება, საავიაციო დასახლება, ლილო, ძალიან დიდია. მე აქ ვცხოვრობდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. მართლა ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი [...]

ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველგან დამაჯერებლად, 30-ვე ოლქში, ამის პირობას გაძლევთ, ისევე, როგორც ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ პროპორციულ არჩევნებშიც.

ამბობს სოზარ სუბარი, რომელიც ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

კომენტარები