კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში აღრიცხული Covid-19-ის ახალი შემთხვევებიდან ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია. 

"6 გახლავთ ინფიცირებულთან კონტაქტები, დანარჩენი 4 გახლავთ ტრაილერების მძღოლები. არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. 7-8-10 შემთხვევა საგანგაშო არ არის, ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია". – თქვა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში.

19 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 028 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 899 გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 114 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები