კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულთან კონტაქტია, სამი შემოტანილია, ორის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია. 

ეზუგბაიას თქმით, სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთოს მძღოლის შემოტანილია. 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 29 პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ და მსუბუქად ფასდება.

დღეს, 18 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 018 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 895 გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები