არჩევნები 2020

ქართული ოცნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

პარტია ქართული ოცნება საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ქართული ოცნება 2020 წლის საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი - პროპორციული სისტემით.

კომენტარები