აქციები რუსეთში

ადვოკატი: ხაბაროვსკის გუბერნატორი მომიტინგეებს სთხოვს, მისი მხარდამჭერი აქციები შეწყვიტონ

TASS

რუსეთში, ხაბაროვსკში მხარის დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს სურს, მის მხარდასაჭერად გამართული მასშტაბური აქციები შეწყდეს.

ფურგალი 2004 და 2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს. ის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია, მან გუბერნატორის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

ფურგალის გათავისუფლებისა და ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა მრავალათასიანი მიტინგები.

მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუბერნატორი მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

"სერგეი ფურგალს კავშირი არ აქვს ხაბაროვსკის მოქალაქეების, მისი ამომრჩევლების მიერ გამართულ აქციებთან. ის დემონსტრანტებს მადლობას უხდის, მაგრამ დღეს, სასამართლოში თქვა, რომ არ ემხრობა მასობრივ აქციებს და, როგორც რეგიონის გუბერნატორს, მიაჩნია, რომ მისმა ამომრჩევლებმა კანონების მიხედვით უნდა იმოქმედონ". - თქვა მან.

კიდევ ერთი მასშტაბური აქცია იგეგმება 18 ივლისს. მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ გუბერნატორი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.

კომენტარები