აქციები რუსეთში

მოსკოვში შემდგომი საპროტესტო აქცია 24 დეკემბერს დაინიშნა

მოსკოვში  გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართა.   აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ  მოსკოვის ცენტრში  არჩევნების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად დღეს 100 -დან 150 ათასამდე პირი  შეიკრიბა,  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი,  აქციის მონაწილეები არ აჭარბებდნენ 20 000-ს.  აქციაზე ოპოზიციონერებმა მიიღეს რეზოლუცია მოთხოვნით  გაუქმდეს რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. რეზოლუციის ავტორები ასევე ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩუროვის თანამდებობიდან გადადგომას. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები შეთანხმდენენ მორიგი  საპროტესტო გამოსვლის გამართვაზე 24 დეკემბერს. არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ 10 დეკემბერს საპროტესტო  აქციები გაიმართა რუსეთის სხვა ქალაქებშიც. რუსეთის რეგიონებიდან გავრცელდა ცნობები აქტივისტების დაკავების შესახებ. საპროტესტო  აქცია დღეს გაიმართა სანკტ-პეტერბურგშიც. გავრცელებული ცნობებით,  სანკტ-პეტერბურგში   დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა  გააპროტესტა არჩევნების ფალსიფიკაცია.

კომენტარები