აქციები რუსეთში

რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყო

Андрей Любимов / РБК

მოსკოვში, სახაროვას მოედანზე პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

გაათავისუფლე - ასე ჰქვია აქციას, სადაც ათასობით ადამიანი პოლიტიკურად დავნილი პირების გათავისუფლებას ითხოვენ. 

მედუზას ინფორმაციით, აქცია ლიბერტარიული პარტიის ორგანიზებით მიმდინარეობს. მოედანზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი. 

მოსკოვის გარდა, აქციები მიმდინარეობს კალინგრადში, ნოვოსიბირსკსა და სანკტ პეტერბურგში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

 

კომენტარები