აქციები რუსეთში

რუსეთში მშვიდობის მარშზე უკრაინის კრიზისში კრემლის ჩართულობას აპროტესტებენ

AFP

მოსკოვში მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ათასობით ადამიანია შეკრებილი და უკრაინის კრიზისში კრემლის ჩართულობას აპროტესტებს. ეს არის პირველი ომის საწინააღმდეგო აქცია აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ. მომიტინგეებს შორის არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

ომის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა სანკტ-პეტერბურგშიც, რომელშიც მონაწილეობა 5000-მდე ადამიანმა მიიღო. Эхо Москвы-ის ინფორმაციით, აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

პრორუს ტერორისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილის შემდეგ 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები