Edison Research

Edison Research: ოპოზიციის ლიდერებში გამოკითხულები ყველაზე პოზიტიურად დავით ბაქრაძეს აფასებენ

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი, 53% ოპოზიციის ლიდერებს შორის პოზიტიურად დავით ბაქრაძეს აფასებს. ის ნეგატიურად გამოკითხულთა 47%-მა შეაფასა.

გიორგი ვაშაძეს პოზიტიურად აფასებს 44%, ნეგატიურად - 56%.

გრიგოლ ვაშაძეს პოზიტიურად აფასებს 41% პოზიტიური, ნეგატიურად - 59%.

შალვა ნათელაშვილს პოზიტიურად აფასებს 40%, ნეგატიურად - 60%.

ამავე გამოკითხვის მიხედვით კითხვაზე "ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გამაჯვების შემთხვევაში?" გამოკითხულთა 26% ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს ასახელებს.

20% ასახელებს გიორგი ვაშაძეს, 18% გრიგოლ ვაშაძეს, 7% მიხეილ სააკაშვილს, 5% ნიკა მელიას, 4% შალვა ნათელაშვილს, 2% ირმა ინაშვილს და ასევე 2% მამუკა ხაზარაძეს.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები