ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%-მა, საქართველოსთვის – 9%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:
- ლელო - 5%
- გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 4%
- ლეიბორისტული პარტია - 4%
- ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
- კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
- ხალხის ძალა - 3%
- მოქალაქეები - 3%
- პატრიოტთა ალიანსი - 3%
- ევროპული საქართველო - 1%
- სხვა - 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.