შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ 2018 წელს რეკლამაში, 2017 წელთან შედარებით, 21-ჯერ მეტი დახარჯა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს სარეკლამო ხარჯებში 394 207 ლარი დახარჯა, რაც 21-ჯერ აღემატება 2017-ის მონაცემებს.

ინფორმაცია ფლანგვის დეტექტორმა მოიკვლია.

ორგანიზაციის ცნობით, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად შს სამინისტრო საჯარო ინფორმაციას მალავს და უცნობია, კონკრეტულად რაში იხარჯება თანხა;

მხოლოდ 2018-2019 წლებში რეკლამაზე დახარჯული თანხა 21 გამომძიებლის 2 წლის ხელფასს უდრის;

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე გიორგი გახარია იკავებდა. 2019 წლის სექტემბერში ის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა.

2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა გიორგი მღებრიშვილს ეკავა.

კომენტარები