ფულადი გზავნილები

შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 17.8%-ით გაიზარდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 169.2 აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 17.8%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთიდან შემოვიდა (მთლიანი გზავნილების 19.25%), თუმცა, რუსული გზავნილები გასულ წელთან შედარებით 6.36%-ით შემცირებულია. იტალიაზე მთლიანი მოცულობის 15.83% მოდის (ზრდა 38.8%), მას მოსდევს აშშ 11.84%-ით (ზრდა 31.1%) და საბერძნეთი 11.76%-ით (ზრდა 16.5%).

ივნისში გაიზარდა საქართველოდან გაგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობაც. ჯამში, ივნისში საქართველოდან 21.9 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც შარშანდელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.

კომენტარები