საქართველოს მოქალაქის გატაცება

ლომჯარია საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე: ქვეყანას არ აქვს ეფექტური რეაგირების მექანიზმი

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფოს არ გააჩნია რეაგირების ეფექტური მექანიზმები.

"რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას არის ის, რომ, რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური მექანიზმი, როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთხვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება.

ეს ეხება იმას, რომ არ მუშაობს, იგივე, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი. ჟენევის ფორმატი, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროულად რეაგირების თვალსაზრისით, არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა არის დარჩენილი ყოველგვარი ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე". – თქვა ლომჯარიამ.

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 11 ივლისს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავების პროცესში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.

კომენტარები