ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები

გიგაური: გატაცებული კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის ახალგორის საავადმყოფოშია

edu.aris.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსულებელი, ლია გიგაური ამბობს, რომ დღეს, 11 ივლისს, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და, მისივე ინფორმაციით, ის ახალგორის კლინიკაშია მოთავსებული. 

რუსმა ოკუპანტებმა სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს

"რუსეთის საოკუპაციო ძალების დესტრუქციული პრაქტიკა გრძელდება, მათ თავისი სახე დღეს კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს და პარალელურად იმისა, რომ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება და მოსახლეობა მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფება, დღეს გვქონდა ძალიან მძიმე ინციდენტი, სოფელში სხვილოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი, ჩვენი ინფორმაციით, სოკოს საკრეფად იყო წასული, მათ ჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ კი დააკავეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის იმყოფება ახალგორის საავადმყოფოში. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ინციდენტი, დროულად გადმოვიყვანოთ და გავათავისუფლოთ ტყვეობისაგან მამაკაცი და, რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას შემდგომში საფრთხე არ შეექმნას", - ამბობს ლია გიგაური.

კომენტარები