გორში სოფელ ახალუბანთან რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული კაცი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 21 ივნისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის კაცი პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
როგორც ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, გატაცების გამო გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.