რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ქალი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გათავისუფლებული, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთში გადასცეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება.
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, შუახნის ქალი, გორის სოფელ ბერშუეთიდან 5 მარტს გაიტაცეს.