საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ აძვიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სუს-ის ინფორმაციით, მომხდარზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.