კახა კალაძე

კალაძე: ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი, სიცრუე ასაზრდოებს ბოროტებას

ტყუილით მავნებლობა წერტილოვანი დარტყმებივითაა. უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი - პატარა და დიდ თემებს ხან იქ შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის, ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაც ინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება. რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და, ზოგადად, ქვეყანას.

[...] კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობთ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე, ხვალინდელ უკეთეს დღეზე - ნუ შეეგუებით დეზინფორმაციას, რადგან დუმილი, სიცრუე, დეზინფორმაცია, ტყუილი ასაზრდოებს ბოროტებას.

თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარ Facebook გვერდზე Live ჩართვებით ფეიკნიუსებთან ბრძოლას აგრძელებს. იმ პარტიის გენერალურმა მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა.

კომენტარები