ხანძარი რუსთავში

რუსთავში კორსპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

კორპუსში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

კომენტარები