ხანძარი რუსთავში

შსს: რუსთავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეგობრობის ქუჩაზე, ხანძარი 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები