საზღვრების გახსნა

საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა

საბერძნეთმა ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, საზღვარი გახსნა.

საქართველოს გარდა, საბერძნეთმა საზღვარი გაუხსნა – ალჟირს, ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, მაროკოს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ურუგვაის, რუანდას და ჩინეთს [თუ ეს იქნება ორმხრივი].

მიუხედავად საზღვრის გახსნისა, საბერძნეთში მოსახვედრად უსაფრთხოების ზომების გავლაც მოგიწევთ. დღეიდან, 9 ივლისიდან, ყველა მოგზაურმა, ვინც ესტუმრება საბერძნეთს, საზღვრის გადაკვეთამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსოს ფორმა, სადაც უნდა განთავსდეს დეტალური ინფორმაცია: გამგზავრების ადგილის შესახებ, სხვა ქვეყნებში ყოფნის პერიოდი და საბერძნეთში ყოფნისას საცხოვრებელი მისამართი (სულ მცირე, პირველ დღეს დასარჩენი ადგილის).

აღნიშნული ფორმის შევსება შეგეძლებათ აპლიკაციით [Visit Greece app] ან ვებგვერდზე travel.gov.gr 

ყველა მგზავრს, ვინც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოხვდება, საჰაერო თუ საზღვაო გზით, შემთხვევითობის პრინციპით ჩაუტარდება ტესტირება. თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მას 14-დღიან იზოლაციაში მოათავსებენ.

კომენტარები