აშშ-რუსეთი

"თქვენს საქმეს მიხედეთ" - რუსეთის საგარეო უწყების პასუხი აშშ-ის საელჩოს სპიკერს

"თქვენს საქმეს მიხედეთ". – ასე გამოეხმაურა Twitter-ზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს საელჩოს პრესსპიკერის, რებეკა როსის შეშფოთებას ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით.

"რუსეთი მედიის კუთხით 2020 წელს მიმდინარე საკითხია. ვაკვირდები რუსი ჟურნალისტების დაკავებას. ჩანს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ". – დაწერა ტვიტერზე რებეკა როსმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონიშნა.

პასუხად უწყების ოფიციალურმა გვერდმა დაწერა:

"შენს საქმეს მიხედე".

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ როსკოსმოსის თავმჯდომარის მრჩეველი და კომერსანტის ყოფილი ჟურნალისტი, ივან საფრონოვი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.

საფრონოვის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები