კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილია, 1 - დადასტურებულთან კონტაქტი

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, შვიდი შემთხვევა კი შემოტანილია. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, შვიდი შემოტანილი შემთხვევიდან ექვსი - სატვირთო მანქანის მძღოლია. 

ინფექციურ საავადმყოფოში სულ 23 ინფიცირებული მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, გუშინ კლინიკაში ოთხი ახალი ინფიცირებული შეიყვანეს, სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი გაეწერა. მისივე თქმით, ოთხივე ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია - ორი აზერბაიჯანიდან, ერთი ბელარუსიდან, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

დღეს, 2 ივლისს, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ რვა ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი. 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 817 ადამიანი, გარდაიცვალა – 15.

ქვეყანაში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები