იტალია

იტალიის პოლიციამ სირიიდან შესული €1 მილიარდის 14 ტონა ამფეტამინი ამოიღო

Reuters

იტალიის პოლიციამ სირიიდან შემოსული 1 მილიარდი ევროს ღირებულების 14 ტონა ამფეტამინის აბი ამოიღო. 

პოლიციამ სამხრეთ იტალიის პორტ სალერნოში გაჩერებული სამი კონტეინერიდან ამფეტამინის ჯგუფის ფსიქოტროპული პრეპარატის, კაპტაგონის 84 მილიონი აბი ამოიღო. პოლიციის ინფორმაციით, შესაძლებელია, შემთხვევასთან დაკავშირებული იყვნენ კამორას ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფები.  

ორი კვირის წინ იტალიის პოლიციამ 2 800 კილოგრამი ჰაშიში და კაპტაგონის ერთი მილიონი აბი ამოიღო სალერმოს პორტიდან. 

1960-იან წლებში კაპტაგონი ნარკოლეფსიის და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.  კაპტაგონის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ამფეტამინების ოჯახში შედის. 

იტალიის სამართალდამცველების აზრით, ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზუღდვებმა ხელი შეუშალა სინთეთიკური ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და გავრცელებას, რამაც ნარკოტიკებით მოვაჭრეები აიძულა თანამშრომლობა დაეწყოთ სირიაში ნარკოტიკების მწარმოებლებთან. 

კაპტაგონი ფართოდაა გავრცლებული სირიაში, სადაც კონფლიქტმა პრეპატატის წარმოების შესაძლებლობა გააჩინა. საწყის ეტაპზე კაპტაგონს ლიბანში აწარმოებდნენ და ე. წ. ისლამური სახელმწიფო მას თავისი ტერორისტული აქტივობის დასაფინანსებლად ჰყიდდა. 

მას შემდეგ, რაც კაპტაგონი ისლამისტი მებრძოლების სამალავებში იპოვეს, მას “ჯიჰადის ნარკოტიკად” მოიხსენიებდნენ.

კომენტარები