საქართველოს თავდაცვის ძალები

საქართველოს თავდაცვის ძალებს გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. მან გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა. ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, 2019 წლიდან დღემდე, გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლიდან გიორგი მათიაშვილი სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ დაინიშნა, 2018 წელს კი, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლად.

კომენტარები