გერმანიის ელჩი

ვაშაძე: გერმანიის ელჩმა განცხადებაში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, ეს თემა უნდა დავხუროთ

გერმანია ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირი არის ის, სადაც არის ჩვენი ოჯახი, სადაც უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში, თუმცა ეს ამით უნდა დავხუროთ იმიტომ, რომ თანამშრომლობა გერმანიასთან და ევროკავშირთან არის ნომერ პირველი პრიორიტეტი

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებაზე. ელჩმა თქვა, რომ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის.

კომენტარები