გერმანია სოფლის მეურნეობის სფეროში სამუშაოდ საქართველოს ყველა მოქალაქეს მიიღებს. თქვა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ელჩის განმარტებით, ეს იქნება დროებითი დასაქმების პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც სამ თვეს მოიცავს.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან კარგად იცნობს ამ დარგს და მათ შეეძლებათ, წვლილი შეიტანონ გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ისევე, როგორც დაბრუნების შემდეგ თავისი ქვეყნის იმავე სფეროში”. - თქვა ჰუბერტ კნირშმა.
გერმანიის ელჩს ჟურნალისტებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მის შემდგომ კრიზისზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ელჩმა თქვა, რომ არჩევნები “პატარა სიტუაციების მიუხედავად” კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.
“ეს იყო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ იყო პატარა სიტუაციები, რომლებიც გამოკვლევას საჭიროებს. მე მოხარული ვარ რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გსაუმჯობესებლად. მე იმედი მაქვს რომ პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს”. - თქვა ჰუბერტ კნირშმა.
ჟურნალისტებმა ჰუბერტ კნირშს რიგი პოლიტიკოსების მხრიდან “დიპლომატებზე თავდასხმის” შესახებაც დაუსვეს კითხვა, რასაც გერმანიის ელჩმა არ უპასუხა.