გაუპატიურება

"ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის" გაუპატიურებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

UN WOMEN

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ვ. ვ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ. ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს. ვ.". –აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ვ. ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები