საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, stopcov.ge-ზე განახლდა.
29 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 926 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 120 აქტიური შემთხვევაა.





