თეა წულუკიანი

წულუკიანი ნადირაშვილს: ადამიანები ძალიან მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ

მე პირბადე მოვიხსენი იმიტომ, რომ ჩემი სახე ახსენეს და მინდა, ჩემი მწყაზარი სახე გაყურებინოთ. ძველქართული სიტყვები თქვენზე კარგად მოქმედებს, ბატონო გიგა [ბოკერია]. სად არის თქვენ გვერდით კოლეგა რომ იჯდა, ქალბატონი ირმა [ნადირაშვილი] სად არის? თუ ქალბატონი ინგა. სად არის? ქალბატონი თინაც [ბოკუჩავა] არ არის, ვინც ეს ნოტარიუსი ახსენა. 

ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ, ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არამცთუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამის შესახებ პარლამენტში ილაპარაკა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ირმა ნადირაშვილმა პრემიერმინისტრ გახარიას ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას შესახებ დაუსვეს შეკითხვა. პრემიერმა კითხვაზე პასუხი თეა წულუკიანს გააცემინა.

კომენტარები