მეც მახსოვს 20 ივნისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ, იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის პოლიციელებმა, მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანებები. მაგრამ ასევე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე. დასაშვებია თურმე თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის, რომ შტურმით შემოხვიდე და პოლიტიკური გარემო შეცვალო. მე მესმის, რომ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იხედებით. თუ გინდათ, ამნეზიაზე იმკურნალოთ, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ პოლიტიკურ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონისა თქვენი პოლიტიკური წარსულის, თუ თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე მინდა, 20 ივნისი დაიმახსოვროთ, თუ თქვენ გაქვთ რამე ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყანაში რევოლუცუირი გზებით, ძალადობით შეჭრა-შემოჭრა არ გაგივათ არასდროს. მე პირადად ძალიან ვწუხვარ 20 ივნისის გამო.
გიორგი გახარია პარლამენტში
სესიაშვილი ოპოზიციას: მეც მახსოვს 20 ივნისი. ძალადობით შეჭრა-შემოჭრა არასდროს გაგივათ
tbl.ge/4v6c
დაკოპირდა
თქვა ირაკლი სესიაშვილმა ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის კითხვის პასუხად. კახიძემ გახარიას, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგება, ჰკითხა, დაავიწყდა თუ არა 20 ივნისი, იმიტომ რომ მოხენებისას ეს დღე ერთხელაც არ უხსენებია.
ამავე თემაზე
- გახარია ჭიჭინაძეს: ჩემი ნომერი იცით, SMS-ებს მწერთ, დაგერეკათ, გამოვუშვებდი ვინმეს
- გახარია ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩვენ შორის
- ბესელია: გახარიასთან კითხვები მაქვს, ჩამოვყალიბდები, ღირს თუ არა დასმა
- კობახიძე: ჩემო ევრონაცებო, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020-ის ოქტომბრიდან
- კობახიძე: დღეს პრემიერმინისტრმა საყმაწვილო შამათი ჩაუსვა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას