ტერორიზმი

საფრანგეთში ISIS-ის წევრი ფრანგი ჯიჰადისტის სასამართლო პროცესი დაიწყო

France24

ხუთშაბათს საფრანგეთში ფრანგი ჯიჰადისტის, ტაილერ ვილუსის სასამართლო პროცესი დაიწყო. ვილუსს ბრალი ედება 2013-2015 წლებში ტერორისტული ჯგუფის წევრობაში, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ჯგუფის ლიდერობასა და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში. თუ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდება, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გამომძიებლების ეჭვით, ვილუსი იმიგრანტების ბრიგადის, “ალ-მუჰაჯირინის” წევრი იყო. ეს დაჯგუფება გარეულია წამებასა და გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის შემთხვევებში. ვილუსს ასევე ბრალი ედება სირიის ქალაქ აშ-შადადიში სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულების ხელმძღვანელობაში, სადაც ის მონაწილეობდა როგორც რელიგიური პოლიციის წევრი.

2015 წელს ე.წ ისლამურმა სახლმწიფომ გაავრცელა ორი პატიმრის, სირიის თავისუფალი არმიის მეამბოხე მებძოლისა და ბაშარ ალ-ასადის არმიის წევრის სიკვდილით დასჯის ვიდეო. გამოძიების ვარაუდით, თვალახვეული პატიმრებისგან ორი მეტრის მოშორებით დგას ტილერ ვილუსი.

FRANCE 24-თან ინტერვიუში სოციოლოგმა და ექსპერტმა რადიკალიზაციის საკითხებში, ფარჰად ხოსროხავარმა ვილუსი აღწერა, როგორც “ქარიზმატული პიროვნება”, რომელიც ე.წ ისლამური სახელმწიფოს ჯგუფის ემირი(გენერალი) გახდა და აქტიურად იყო ჩართული პროპაგანდისტულ საქმიანობაში.

ვილუსი 2015 წლის ივლისში დააპატიმრეს სტამბოლში, შემდეგ კი დეპორტაციით გადასცეს საფრანგეთს. თურქეთში ის შვეიცარიის პასპორტით იმყოფებოდა.

ტილერ ვილუსის დაპატიმრება დიდი წარმატებაა უსაფრთხოების ფრანგული სამსახურებისთვის. არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ვილუსი ბევრ ფრანგ ჯიჰადისტს იცნობდა სირიაში.  თავად ვილუსის აღიარებით, მას კონტაქტი ჰქონდა აბდელჰამიდ აბაუდთან, რომელიც, სადუმლო სამსახურის ეჭვით, 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ლიდერი იყო.  

ტერაქტებს პარიზში, რომლებიც 2015 წლის 13 ნოემბერს მოხდა, 130 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ.

ვილუსის დედა, რომელსაც ფრანგული პრესა “დედა ჯიჰადს” ეძახის, სამჯერ იყო სირიაში შვილის მხარდასაჭერად. 2017 წლის ივნისში ის დააპატიმრეს და ჯიჰადისტების მხარდაჭერისთვის 10 წელი მიუსაჯეს.

კომენტარები