ევროპული საქართველო

კახიძე ომბუდსმენს: არის თუ არა საქმეების არ გამოძიება სისტემური პრობლემა?

ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა, ასე ვთქვათ, ხელწერამ, რომელიც აღმოვაჩინე ამ ანგარიშის კითხვისას. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე არ არის მოპოვებული ოპერაციის ზედამხედველებს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი. ხორავას საქმეზე, ასევე არ არის მოპოვებული მტკიცებულებები გამოძიების მხრიდან, ია კერზაიას გარდაცვალების საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება ვერ მოხერხდა, 20 ივნისის აქციაზე პრობლემაა რიგი გამოძიებების არ შესრულება, მაგალითად, რაციების არ ამოღება და ჩანაწერების ექსპერტიზის გარეშე დატოვება, პრობლემაა მუხთარლის საქმეზე, ასევე მტკიცებულებების არ ამოღება და ამ მტკიცებულებების დამალვა.

აი, ამდენ საქმეზე, სადაც გამოძიება მიუკერძოებელი უნდა იყოს, პირდაპირ არ იღებს მტკიცებულებებს, არ იღებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაადგენდა, მაგალითად, 20 ივნისის საქმეზე, რა ბრძანება მიიღო პოლიციამ, ვინ გასცა ეს ბრძანება, რა შინაარსის იყო ეს ბრძანება. არ ამოიღეს მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა რა მითითებები მისცა კონკრეტულ სპეცრაზმელს, არ ამოიღეს კონკრეტული მტკიცებულებები ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე, პირდაპირ წააშლევინეს სატელეფონო მიმოწერა, კერზაიას საქმეზე არ ამოიღეს [მტკიცებულებები] - ეს არის თუ არა ხელწერა, ეს არის თუ არა სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ქართული ოცნების ხელში საგამოძიებო სტრუქტურებს?

ამ შეკითხვით მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთარ კახიძემ სახალხო დამცველს. ნინო ლომჯარიამ 25 ივნისს პარლამენტში წარადგინა ანგარიში 2019 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ .

კომენტარები