კახეთი

სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

flickr

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები