ხის წაქცევა

ვაკეში ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა 2 მანქანა, მსუბუქად დაშავდა 1 პირი

Gia Ra Alania / Facebook

თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა და მსუბუქ ავტომობილებს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა 2 მანქანა. ერთი მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.


ფოტო: Nina Gibbons / Facebook

ხის წაქცევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდებოდა. 24 ივნისს კი მან თქვა, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

კომენტარები