კორონავირუსი რუსეთში

სამხრეთ კორეაში რუსული გემის 16 მეზღვაურს COVID-19 დაუდასტურდა

arirang news

რუსული გემის 16 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც უცხოური მედია ბუსანის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამხრეთ კორეაში, ბუსანის პორტში არის გაჩერებული. რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკიდან გასული გემი ბუსანის პორტში კვირას, 21 ივნისს, შევიდა. 

გემზე სულ 21 მეზღვაური იმყოფება, მათგან 16-ის პასუხი COVID-19-ის ტესტზე დადებითია. 

ბუსანის მთავრობის ინფორმაციით კარანტინშია თითქმის 60 ადამიანი, რომელსაც მეზღვაურებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ. მათ შორის არიან პორტში მომუშავე სამხრეთ კორეელები, რომლებმაც გემი ტვირთისგან დაცალეს.

ბოლო მონაცემებით,ოფიციალურად რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 592 280 შემთხვევაა დადასტურებული. რუსეთს ინფიცირებულთა რაოდენობით მხოლოდ აშშ და ბრაზილია უსწრებს. დაფიქსირებულია 8 206 გარდაცვალებისა და 344 416 გამოჯანმრთელების შემთხვევა.

კომენტარები