რუსეთში კორონავირუსი ერთ დღეში 7 972 ადამიანს დაუდასტურდა, 181 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯამში, რუსეთში კორონავირუსით 569 063 ადამიანი დაინფიცირდა, 324 406 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 841 კი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და მხოლოდ აშშ-სა და ბრაზილიას ჩამორჩება.
თუმცა პუტინი მოსახლეობას არწმუნებს, რომ რუსეთი ვირუსს სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება და პანდემიიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა.
გასულ კვირას მოსკოვში მაისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 3 365-ით გაზარდეს. ვირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი აპრილშიც გააორმაგეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევათა 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.