ეკონომიკური ზრდა

I კვარტალში ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

flickr.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11 მილიარდ 63.8 მილიონ ლარს გაუტოლდა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.8%-ით შემცირდება.

2021 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 2.8%-ით შემცირდება, აზერბაიჯანისა კი 2.6%-ით.

კომენტარები