ხელფასები

საქსტატი: 2018 წელს მამაკაცების საშუალო ხელფასი 1 280.7 ლარი იყო, ქალების კი 822.6

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო თვიური ანაზღაურება 1 280.7 ლარს შეადგენდა, ქალების კი 822.6 ლარს.

გასულ წელთან შედარებით, მამაკაცების ხელფასები 7%-ით გაიზარდა, ქალების კი 6.8%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 6.9%-ით გაიზარდა და 1068.3 ლარს შეადგენდა.

კომენტარები