კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი ინფიცირებული არ გვყავს, ქვეყანაში კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა რჩება

მარიამ ნიკურაძე/OC Media

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოორნავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა – საქართველოში კვლავ 879 დადასტურებული შემთხვევა რჩება. 

"ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჯერჯერობით, ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ვცხოვრობთ". – თქვა ეზუგბაიამ. 

16 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა – მათგან 10 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. კლინიკაში მკურნალობას 31 ინფიცირებული აგრძელებს.  

"ჩვენთან ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის დინამიკაც დადებითია. ხვალიდან შეიძლება ამოვიღოთ მძიმეთა სიიდან და საშუალო და მსუბუქი პაციენტები გვეყოლება". – თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები